რუმინეთში, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ნოუთბუქი აბაზანაში შეიტანა და კოლეგებს სხდომაზე შიშველი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
უხერხული სიტუაცია ალბერტო-იოსიფ კარიანის შეემთხვევა, რომელმაც გადაწყვიტა რომ კომპიუტერი საშხაპეში შეეტანა. სავარაუდოდ, მას სურდა, რომ წყლის პროცედურების დროს სხდომისთვის თვალი ედევნებინა და კამერის გამორთვა დაავიწყდა. როდესაც სხდომა დაიწყო, პოლიტიკოსი თანამშრომლების წინაშე სველი თმით, შიშველი წარდგა. ის მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ხედავდნენ ამიტომ კამერა მხოლოდ კოლეგების სიცილის შემდეგ გამორთო.
მოგვიანებით ის სხდომას ჩაცმული დაუბრუნდა და ბოდიშიც მოიხადა. „ტექნოლოგიები ზოგჯერ ძალიან ცუდად გვეხუმრებიან. სამწუხაროდ, მე სიჩქარემ მიმსხვერპლა. ბოდიშს ვიხდი ამ უხერხული ინციდენტის გამო.“ – დაწერა მოგვიანებით პოლიტიკოსმა თავის სოციალურ ქსელში.