LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გავწყვიტეთ თანამშრომლობა ბიკო ბირბიჩაძესთან – სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მსხვერპლს“ – კომუნა „მზესუმზირა“

853
Untitled design (6)

მზარეულმა მარტა ბარამიძემ ია ფარულავას გადაცემაში კონვერტი გახსნა და სექსუალური ძალადობის მცდელობაზე მაყურებელს უამბო. მარტა ბარამიძის განცხადებით, პირი რომელზეც საუბრობს ბიკო ბირბიჩაძეა.

ვიდეო: მარტა ბარამიძე: „ვასახელებ ამ ადამიანის სახელს და გვარს… მაშინ 16 წლის ვიყავი, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა…“

აღნიშნულს, კომუნა „მზესუმზირა“ სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ბიკო ბირბიჩაძე ბოლო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობდა, თუმცა სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ აღნიშნულ პირთან თანამშრომლობა გაწყვიტეს.

კომუნა „მზესუმზირა“ სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითა არის შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა.

„ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.

პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან, პრომოუტერის პოზიციაზე.

სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.

ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს სივრცეში ახდენს სოციალიზაციას, ჰქონდეს გარანტირებული განცდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ამ ადგილას არ დაირღვევა.

სწორედ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ.

კომუნა „მზესუმზირა“

სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითა არის შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვეხმაურებით ორშაბათს ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს,…

Posted by Mzesumzira on Sunday, 26 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები