ჩინეთის პროვინციის განსუს ერთ-ერთი მაცხვორებელი, ბრიტანეთის დედოფლის კარეტით დადის, – ამის შესახებ ჟურნალი Shanghaiist წერს. კარეტის მფლობელმა რესტავრაციაში 14 ათასი დოლარი დახარჯა და დღეს ის მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარება
სინამდვილეში დედოფლისათვის სამეფო ტრანსპორტი Diamond Jubilee State Coach ავსტრალიურმა ატელიე ”ფრეკლინგტონმა” დაამზადა, ბრიტანეთის სამეფომ კი მის შესაძენად 250ათასი გაიღო. ტრანსპორტი აღჭურვილია ელექტრო ამწეებითა და ჰიდრავლიკური სტაბილიზატორით.
აღსანიშნავია, რომ კარეტის ჩინელი მფლობელი სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობის ტრანსპორტირებით 200 ათას დოლარამდე გამოიმუშავებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, კარეტით მაინც უკმაყოფილოა, რადგან თანამედროვე მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქე რამდენიმე ხნის წინ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა, სადაც ელიზაბეტ II-ის ნამდვილი კარეტითაც იმგზავრა.