მომღერალი მერაბ სეფაშვილი კონცერტების სერიას იწყებს და მსმენელს არაერთ სასიამოვნო და დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს.
მომღერალი პირველ კონცერტს დღეს, 24 თებერვალს „Casino grand bellagio“-ში გამართავს. ღონისძიების დასაწყისი 21:00 საათი გახლავთ.
მერაბ სეფაშვილის მორიგი კონცერტი 3 მარტს რესტორანში „სანრემო“ გაიმართება.
8 მარტს კი მომღერალი „ვილა მოსავალში“ ბენდთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე. სცენაზე მერაბ სეფაშვილთან ერთად იქნებიან: გია მაჭარაშვილი, თემურ ნიკოლაიშვილი, ნიკა ჩარკვიანი, მარიამ კოტრიკაძე, ილია აბესაძე. კონცერტის დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ.