LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატა პოლონური ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა

130
848-58b1081b37d7fd79edd783bdcf44b788

კატა სახელად გაცეკი (ღამურა) პოლონური ქალაქის შჩეცინის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. ფისომ Google-ის 2600-მდე გამოხმაურება მოაგროვა, რაც ბევრად მეტია ვიდრე რომელიმე ციხე-კოშკის თუ სანაპიროს შეფასება. კატის რეიტინგი 4,9 ქულაა, შედარებისთვის ქალაქის ცნობილი სასახლის ქულა მხოლოდ – 4,5-ია. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

გაცეკი მაღაზიის სიახლოვეს ცხოვრობს და მას ადგილობრივები კვებავენ. ცხოველს სახლიც აქვს მოწყობილი, რომლის სიახლოვესაც კიდია ტაბლო, სადაც ყველას მოუწოდებენ რომ კატა გადაუდებელი საჭიროების გარეშე არ შეაწუხონ.

შჩეცინში ჩასულ ტურისტებს კი პირველი, რის ნახვასაც საძიებო სისტემა ურჩევს, სწორედ კატა იქნება, ამიტომ ცხოველის მნახველთა მსურველი ძალიან ბევრი ადამიანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები