LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა?

137
eaa028bf-swiss_national_day_at_vevey-1024x768

პორტალი Camblino.com-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევით დგინდება, რომ შვეიცარია ევროპაში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო დანიშნულებაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Brussels times ავრცელებს.

ექსპერტებმა ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასეს: დანაშაულის ალბათობა, გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი, სტიქიური უბედურების რისკი და მსოფლიოს გლობალური ინდექსი.

რეიტინგის პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, მეორე გახდა ისლანდია, მესამე – ნორვეგია.

სიაში შემდეგი პოზიციები დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრალიამ და შვედეთმა გაინაწილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები