LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯეი დუდა: რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს

125
e2e27099-872f-4392-a5a8-cc8e011dd12e

„რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავის იმპერიული ამბიციები,“ – ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, „რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები, რუსეთს სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან მიიღოს სარგებელი“.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა ის ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას. ანჯეი დუდას თქმით, ამის კარგი მაგალითია უკრაინა, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო.

„ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები