LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა ბელარუსთან ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც დაკეტა

129
Untitled design (3)

პოლონეთმა ბელარუსთან ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც დაკეტა. 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსთან საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბელარუსი ქვეყნიდან სამ პოლონელ დიპლომატს აძევებდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 20 თებერვალს დაადასტურა, რომ მინსკმა სამი პოლონელი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.

„ორ კონსულს და პოლონეთის მესაზღვრეებს მინსკში უთხრეს, დაეტოვებინათ ბელარუსი ოთხშაბათს, დღის ბოლომდე.“ –  განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ და დასძინა, რომ „სათანადო რეაგირებაზე“ ფიქრობენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების“ მოტივით, პოლონეთმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ხურავს ბელარუსის მთავარ სასაზღვრო გადასასვლელს ბობროვნიკში. მანამდე, ბელარუსმა აკრძალა პოლონური სატვირთო მანქანების შესვლა ქვეყანაში ლიეტუვის ან ლატვიის გავლით“, – წერს მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები