საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
მომხდართან დაკავშირებით, ვიდეოს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
❗️სამტრედია-გრიგოლეთი ავტომაგისტრალი-რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა‼️
საბედნიეროდ არავინ დაღუპულა ❗️იმედია გაირკვევა და დაისჯება დამნაშავე, ასევე გაირკვევა, თუ როგორი ხარისხით იყო აშენებული ❗️
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on Tuesday, 21 February 2023