LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო სააკაშვილზე: ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო.. ვითარების ასეთ დონემდე დაშვება, უბრალოდ არასაკადრისია

169
ფორტუნა (45)

მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.

მოსკოვის შემდეგ ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

„მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

რაც შეეხება აფხაზეთთან თანამშრომლობას, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისით.

“ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს.

ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება. ჩვენს ხალხს უნდათ ზღვის მონახულება. ჩვენ ყოველთვის მოვდიოდით, სოხუმში და ბათუმში, თბილისში და ა.შ. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა გამოუცხადებელი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია.

რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამიტომ ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო ამ საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს. თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც…

გმადლობთ, რომ შეასრულეთ თქვენი პირობა და ჩამოხვედით ჩვენთან“, – უთხრა ლუკაშენკომ ბჟანიას.

ბჟანიამ კი მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს თანმიმდევრულობისთვის – „იცით, დღეს ბევრი მოგისმენთ, მათ შორის საქართველოშიც და ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვა ამ ხალხის გულს მიაღწევს“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, თვალს ადევნებს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ასლან ბჟანია ბელარუსში დღეს, რუსეთიდან ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები