LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი თურქეთშია: ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება – აშშ აქ არის

137
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთშია.

მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა ჰათაის პროვინცია, რომელიც მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება… მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები აქ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები