LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბურჯანაძე: გამოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან

170
გიორგი ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი

„გამოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო  დეპარტამენტიდან“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ, კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე იმყოფებოდნენ.

გიული ალასანია შვილზე: ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

​გიორგი ბურჯანაძის თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და წონაში კლება აღენიშნება“.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუკზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

„სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის დაკვირვებით, ბუნებრივია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. უშუალოდ ექიმების საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა სამედიცინო მდგომარეობა და საჭიროება აქვთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდეგ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით შემდგომი შეფასება გვექნება. ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმა იქნება, ჩვენ გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს, როგორც კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ აქტიურად დავაკვირდებით ამ სამედიცინო დოკუმენტებს. ამის მიხედვით გადაწყდება გვექნება თუ არა შემდეგი ვიზიტები.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილით ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აღენიშნებოდა და ამიტომ გვთხოვდა დამატებითი ვიზიტის განხორციელებას. რაც შეეხება არასამედიცინო კუთხით შეფასებას, ერთი შეხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები