LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე რუსეთში ახალი ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება

21

ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“, როგორც მათი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი წერს, ახალი ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადებიან. ღონისძიება მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში 25 მარტს გაიმართება და კონცერტით აღინიშნება.

როგორც მათი გვერდი წერს, ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ შემოქმედების შესახებ უამრავი დისკუსიის მოსმენა შეგვიძლია და საკმაოდ რთულად წარმოსათქმელი სიტყვების სინთეზითაც აღწერენ მათ მუსიკას, თუმცა ყველაზე თავდადებული თაყვანისმცემელბიც კი ვერ შეძლებენ, ეს პროექტი რომელიმე კონკრეტულ ჟანრს მიაკუთვნონ. პროექტის ავტორები გვირჩევენ, მხოლოდ ნინო ქათამაძის საოცარ ხმას ვუსმინოთ და დავივიწყოთ ყველანაირი მსჯელობა ამ თემაზე.

25 მარტის კონცერტზე აჟღერდება როგორც ძველი და ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური კომპოზიციები ძველი ალბომებიდან – „თეთრი“, „შავი“, „ლურჯი“ და „წითელი“, ასევე ახალი სიმღერებიც ახალი ალბომიდან.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები ალბომის ჩაწერას 2016 წლის დასაწყისში ბერლინში დაიწყებენ, მარტში კი მათი პალიტრიდან ახალი ფერი მოსკოვში აციალდება.

12208444_943721662364094_8487856934795874511_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები