LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბაიერნთან წაგების შემდეგ ნეიმარმა პოკერი ითამაშა და მაკდონალდსში წავიდა – არადა უნდა დაეძინა

123
FORTUNA.GE (16)

ნეიმარი „მაკდონალდსში“ წავიდა პოკერის ტურნრის დასრულების შემდეგ. ეს კი „ბაიერნთან“ წაგების მეორე დღეს მოხდა. მბაპემ ამ მარცხის შემდეგ თანაგუნდელებს კარგად გამოძინება და კვება სთხოვა.

პსჟ-ს ბრაზილიელმა რეჟიმი დაარღვია, რადგან ტურნირი ადგილობრივი დროით 22:30 საათზე დაიწყო.

ღამე, ტურნირის შემდეგ, ნეიმარი „მაკდონალდსში“ წავიდა, ფოტო კი სწრაფი კვების ობიექტიდან გილერმო პიტის ინსტაგრამზე გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ბრაზილიელი ფეხბურთელის მეგობარია.

„ვასწავლით მას აკეთოს ნორმალური რაღაცეები“ – მიაწერა ფოტოს პიტმა, თუმცა არ არის დაზუსტებული ვისზეა საუბარი.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იწერება, რომ ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს. კლუბსაც სურს მისი მოშორება და ამბობენ, თავად ფეხბურთელიც დაიღალა ამდენი კრიტიკითო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები