LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე: „ჯანეტა მაგარია, რა!..“

40

უკვე მესამე დღეა, გრძელდება სჯა-ბაასი იმ თემაზე, მართალი იყო თუ არა „მის საქართველო“ ჯანეტ ქერიყოშვილი, როცა ოფიციალურად დართო უფლება ქართველ მამაკაცებს, უღალატონ ქალებს და როგორც თავად თქვა, „გაგულავდნენ“. ქალს კი, მოდელის მოსაზრებით, არ აქვს ღალატის უფლება, რადგან მის შემთხვევაში ეს ამორალურობას უტოლდება.

ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება ჯანეტის შესახებ, მათ შორის, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.

„ჯანეტა მაგარია რა! ჩვეულებრივად ორად გაყო ერი:

1. მისი სიტყვებით აღშფოთებული ცოლები, რომლებიც სიამოვნებით დააწიწკნიდნენ თმებს და…

2. მისივე სიტყვებით აღტკინებული, ჩუმი ოცნებანარევი შურით გაჯერებული ქმრები, რომლებსაც ჯანეტას საქართველოში უნდათ ცხოვრება )“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები