LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში რუსეთიდან საქართველოში $267.6 მილიონი გადმოირიცხა – ქვეყნების რეიტინგი

128
An employee counts USD notes at a money change outlet in Jakarta on June 14, 2013. Indonesia's central bank unexpectedly hiked interest rates for the first time in more than two years as it seeks to boost confidence in the rupiah after the currency fell to a four-year low. AFP PHOTO / Bay ISMOYO        (Photo credit should read BAY ISMOYO/AFP/Getty Images)

2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.7% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.0% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები