LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მოგაკვლევინებთ.. მივაღწევთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და საქართველო რუსი ოლიგარქის კლანჭებისგან გათავისუფლდეს“ – აქცია „ოცნების“ ოფისთან

128
Untitled design (1)

„არა მოღალატეებს“, „თავისუფლება მიშას“ – ამ შეძახილებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ისინი ასევე აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია.. უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.

„აქციის მიზანია, მთელს საქართველოს და მსოფლიოს ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული რეჟიმის. ის არ გამოხატავს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს, „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის თამადობით, დგას პუტინის რუსეთის გვერდით, მაგრამ ქართველი ხალხი დგას ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს გვერდით.. ხმა უნდა ამოვიღოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ვინც დღეს გამოხატავს პუტინის ინტერესებს, არ დააბრუნოს საქართველო რუსულ სიბნელეში და რუსულ ჭაობში“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

აქციაზე მყოფმა ენმ-ის წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ კი აღნიშნა, რომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო მასშტაბური და შემაწუხებელი:

„არ შევარჩენთ, მივაკითხავთ ყველგან და მივაღწევთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და საქართველო რუსი ოლიგარქის კლანჭებისგან გათავისუფლდეს.

ჩვენ პირობა დავდეთ, რომ მივაკითხავდით ყველგან და ამას ვასრულებთ, მივდივართ მათ სახლებთან, სამსახურებთან „ქართული ოცნების “ ოფისთან  – ეს პროტესტი უნდა გახდეს უფრო მასშტაბური და შემაწუხებელი, რამაც, საბოლოო ჯამში, დიდი გამარჯვება უნდა მოიტანოს.

ყველგან მოგაკითხავთ, არ მოგაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და არ შევეგუებით საქართველოში რუსული ოლიგარქიის საბოლოოდ გაფორმებას, ჩვენ გავიმარჯვებთ, მთავარია არ გავჩერდეთ“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

“დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას” – ენმ-მ შეკვეთილში აქცია გამართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები