129 საათის შემდეგ, თურქეთში, ჰატაიში, მაშველებმა ნანგრევებიდან 14 და 15 წლის დები ამოიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sabah ავრცელებს.
ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 600-მდე გაიზარდა.
თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 21 043-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 000-ს აღემატება.
სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 553 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს
Hatay’da meydana gelen depremde enkaz altında kalan 14 ve 15 yaşlarındaki 2 kız kardeş, arama ve kurtarma ekipleri tarafından 129 saat sonra sağ olarak çıkarıldı.
Posted by Sabah on Saturday, 11 February 2023