LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული სედანი Subaru Impreza WRX STI ჰიბრიდული გახდება

43

კომპანია Subaru ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვეობას და ჰიბრიდული ძრავების უფრო ფართოდ გამოყენებას იწყებს. გამოცემა Motoring-ის ინფორმაციით, ახალი თაობის სედანი Subaru Impreza WRX STI, ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ჰიბრიდული ძრავით ისარგებლებს.

სავარაუდოდ განახლებული ავტომობილი 2.0 ლიტრიანი ტურბინიან ელექტროძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 326 ცხენის ძალა იქნება. რაც ჩვეულებრივთან შედარებით 26 ცხენით მეტია. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, ელექტროძრავის მქონე ავტომობილი 6.5 ლიტრამდე შეამცირებს საწვავის მოხმარებას. რაც ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნება Impreza-ს მოყვარულთათვის.

ახალი თაობის WRX STI 2017 წელს გამოჩნდება საავტომობილო ბაზარზე, ხოლო ელექტროძრავზე მომუშავე იგივე ავტომობილი 2017 წლის მიწურულს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის Subaru Impreza WRX STI 2.5 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით სარგებლობს, ძრავის სიმძლავრე კი 300 ცხენის ძალას შეადგენს და 100კმ/სთ სიჩქარეს 5,2 წამში ანვითარებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები