LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: ბატონმა ბიძინამ ამოთქვა მთავარი სათქმელი, რისთვისაც მთელი ერთი წელია პროპაგანდას აწარმოებს – გაიხსნას დისკუსია გვინდა თუ არა ევროკავშირი

191
ნათია მეზვრიშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„ბატონმა ბიძინამ ამოთქვა მთავარი სათქმელი, რისთვისაც მთელი ერთი წელია პროპაგანდას აწარმოებს – გაიხსნას დისკუსია გვინდა თუ არა ევროკავშირი. როგორც ჩანს, ჩქარობს (უკრაინამ რომ უცებ მოიგოს, მთელი სტრატეგია თავზე ენგრევა)“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და ყოფილი შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს და ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაზე საუბრობს:

„შეგახსენებთ ქრონოლოგიას:

  • უკვე ერთი წელია 9-იანით, ე.წ. ექსპერტებით, ოცნებით, იმედით – დილას იწყებს როგორი ცუდია ევროპათი (კორუმპირებული, კრიმინალი, ცენზორი და ა.შ.).
  • დაიწყო „ან ბიძინა ან ევროპათი“ (ხუნდაძის პირით), გააგრძელა „ეგეთი კანდიდატის სტატუსი არ გვჭირდებათი“ (კალაძის და სხვების პირით).
  • ღიად განაცხადა, რომ რუსეთს მტერს არ არქმევს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის და ფრენების აღდგენას მიესალმება (კობახიძის პირით), ომში გულშემატკივრობს რუსეთს (კობახიძის პირით).

და მოვიდა აქამდე. მგონი გასაგებია ყველაფერი.

კალაძე: რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი

„ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს გუშინ ან გუშინწინ არ დაუწყია“ - განაცხადა კალაძემ.

კობახიძე: ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია.. უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარესთან თვითონ იმალება, ქვეყანას ამოეფარა და უსახელო დეპუტატების, ვიღაც 1000 ლარიანი ექსპერტების, მდინარაძეების და მისთანების სახელით უსაზღვრავს ქვეყანას (რომლის მოქალაქეების 85%-ის არჩევანია ევროპა) არჩევანს.

ბიძინას 9-იანი ეთანხმება ბიძინას ექსპერტებს დისკუსიის გახსნაზე. ანუ, კაცი პრაქტიკულად თავის თავს ელაპარაკება. თქვენ განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე.“ – წერს Facebook-ზე ნათია მეზვრიშვილი.

„თუ EU-ში გაწევრიანება მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობის, ტრადიციული ღირებულებების დათმობას და აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ფასი არა აქვს“ – „ხალხის ძალა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები