როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Porsche Tesla-სთან კონკურენციისთვის ემზადება. კომპანიის განცხადებით დიზაინერები და მექანიკოსები აქტიურად მუშაობენ ახალი ელექტროქარის შექმნაზე.
“თანამედროვე ავტომობილი ძნელია წარმოიდგინო უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომის გარეშე. შესაბამისად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს. ჩვენს გვსურს, რომ ჩვენი მომხმარებელი მუდამ გამორჩეულად გრძნობდეს თავს” – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
Porsche-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტროქარის შექმნაზე მილიარდ ევრომდე დაიხარჯება. ავტომობილი წარმოდგენილი იქნება 600 ცხენის ძალიანი ელექტროძრავით, რომელიც 100კმ/სთ სიჩქარეს სამნახევარ წამში განავითარებს. გარდა ამისა, Tesla-ს კონკურენტს შეეძლება დამუხტვის გარეშე 500 კილომეტრი დაფაროს, ხოლო დამუხტვის ხანგრძლივობა 15 წუთს გასტანს.