სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 149 864.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2022 წელს.
საქართველოში პენსიონერთა 71.3% ქალია, სოციალური პაკეტის მიმღებთა 66.7% – მამაკაცი