გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.