დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.
“მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი – საავიაციო – კოალიციის ფორმირებაში. მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს მარტივი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით: საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის! ფრთები თავისუფლებისთვის!” – თქვა ზელენსკიმ.