„ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა“, – ამის შესახებ ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.
მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს.
ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის.