LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მოსახლე თანხმობის გარეშე კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით და ალტერნატიული შევთავაზოთ” – კახა კალაძე

180
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადასაყვანად მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

“ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ გარკვეული ცვლილებები, დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ. კერძოდ, ის, რომ მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი და შემდეგ შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს ჩვენი საკუთრებაა, ეს კონკრეტულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ ადამიანებს არ ეხება, ეს არის ჩვენი სივრცე და ტერიტორია. შემდეგ, როდესაც კორპუსს ავაშენებთ, შემდეგ ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით, გავიტანეთ საკრებულოში ცვლილებები და ჩავწერეთ, რომ მუნიციპალიტეტის ცარიელ მიწის ნაკვეთზე შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე მშენებლობა დავიწყოთ.

იმისთვის, რომ მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადავიყვანოთ მათი სრული თანხმობა გვჭირდება. თუ არ იქნებიან თანახმა, ამ ბინებს შევთავაზებთ სხვა კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს. ამ ცვლილებების მზიანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუფერხებლად დ არაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები.

კალაძე: სამგორის რაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, მის სანაცვლოდ კი ახალი კორპუსი აშენდება

„30 ოჯახი ძალიან ცუდ პირობებში, გაუბედურებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობდა. ისინი იცხოვრებენ ახალ კორპუსში, რომელიც გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ჩაბარდება მათ“ - განაცხადა კალაძემ.

ორი მიმართულება გვაქვს. პირველი, როდესაც ავარიული კორპუსებს ვანგრევთ, მოსახლეობა გამოგვყავს და ქირით გადაგვყავს, შემდეგ ვაშენებთ და ვაბრუნებთ ამ ადამიანებს. მეორე ის, რომ მუნიციპალურ მიწაზე ყველას თანხმობის გარეშე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტს და შემდეგ მივდივართ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებთან, ვეუბნებით, რომ თუ სურვილი აქვთ და 100%-იანი თანხმობა იქნება, ამ კონკრეტულ სივრცეს შევთავაზებთ და გადავიყვანთ. თუ თანხმობა არ იქნება, ეს არ მოხდება”, – განმარტა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობის ნების გარეშე შეიძლება ჩაანაცვლონ მათი კუთვნილი ფართები.

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მოსახლე მისი თანხმობის გარეშე, კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით და ალტერნატიული ფართები შევთავაზოთ, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სიცრუე და ამიტომ ვაკეთებ ამ განმარტებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ეს ცვლილება განხორციელდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ასეთი პროექტები და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ იმ ავარიული სახლების დემონტაჟზე, ახლის აშენებაზე. თუ გვაქვს შესაძლებლობა და არის მუნიციპალური მიწები და ტერიტორია, რატომ არ შეიძლება იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და იქ შევთავაზოთ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს”, – აღნიშნავს კალაძე.