“პა-სეანსის” სიმბოლო ცუცა კაპანაძე ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის “ნოესთან” სტუმარი იქნება.
გადაცემის ანონსში ცუცამ ემიგრაციაზე და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
“ძალიან იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი….როდესაც ვიღაც ემიგრაციაში მიდის, ეს ნიშნავს, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ…როდესაც გრძნობ, რომ უკვე აღარ სჭირდები..ნუ ვიტირებთ, ჩვენ ფერფლიდან აღვდგებით და გასაკეთებელს გავაკეთებთ”, – საუბრობს ცუცა კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ცუცა დიდი ხანია, ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.
ცუცა კაპანაძე: „კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა…“