ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კობა ნაყოფიას განცხადებით, ის არ აპირებს ახლად არჩეულ პოლიტსაბჭოში ყოფნას.
“მინდა გამოვეხმაურო პოლიტსაბჭოს არჩევნებს, რომელიც ისე ჩატარდა ვერავინ გაიგო.
პოლიტსაბჭო, რომელიც ფუნქციონირებდა, ბოლო, 10 000 კაციან ყრილობაზე იყო არჩეული. ახლა კი, ამხელა ლეგიტიმაციის პოლიტიკური საბჭო, 300 კაციანი ყრილობით გადაირჩიეს.
ამ პოლიტსაბჭოში მეც აღმოვჩნდი, თურმე დეპუტატის მანდატის კვოტით.
არ ვისარგებლებ ამ კვოტით და არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ.”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.
„ერთ-ერთი იქნება ქუჩის პროტესტი“ – თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება
მელია: „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“