LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე ქართველ ბიჭებს ქალების „შებმის“ ტექნიკას უწუნებს – „ტეხავს…“

28

ნოე სულაბერიძე წერს იმის შესახებ, რომ თავისი გოგო მეგობრების „ფეისბუქს“-მიმოწერებში სრულიად ლეგიტიმურად, მათი ნებართვით ჩახედვის შემდეგ გამოიტანა დასკვნა, რომ ქართველმა ბიჭებმა გოგონების „შებმა“ ნაკლებად იციან.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სრულიად ლეგიტიმურად მივიღე უფლება, წმინდა სპორტული ინტერესიდან გამომდინარე, ჩემი რამდენიმე მდედრი მეგობრის facebook-ის ინბოქსში ჩახედვის და… )

გასაგებია, რომ სოციალურმა ქსელმა ბოლო წლების განმავლობაში გაამარტივა ადამიანებს შორის კონტაქტი და მათ შორის ურთიერთობების გაბმა.

გასაგებია, რომ 90-იანებთან შედარებით აღარაა საჭირო სასურველ ობიექტთან დასაკავშირებლად ქალაქის ტელეფონზე დარეკვა და კიდევ იმის იღბალი, რომ ეს ობიექტი სახლში იყოს

თუმცააი, ჩემთვის მოულოდნელ პერსონიფიცირებასაც კი რომ გავეშვათ (ისეთები გნახეთ, ვაი, ვაი, ვაი)… ძალიან მინდა გკითხოთ, პროფესიონალი ქილერის ერთი გასროლით მსხვერპლის მომლოდინე ამხანაგებო
„რა ლამაზი ხარ“, „სიამოვნებით გაგიცნობდი“, „რას საქმიანობ“, „ქალьღმერთს ჰგავხარ“, „რა ლამაზი ფოტოები გაქ“ ტიპის შთამბეჭდავი ტექსტებით, პროფაილ სურათებში DSQUAIRED, D&G, Louis Vuitton da Gucci- დეტალების პოზიციონირებით და  ტიპის და მათი ანიმაციაში გაზრდილი ვერსიების სმაილებით, მსხვერპლის პოვნას რანაირად ცდილობთ? ან მაგით თუ ვინმე კვდება, ეგ ხო წინასწარ ისედაც უკვე მკვდარია?

რაის ნატო და ვიზალიბერალიზაცია? უკრაინაში და ბელარუსშიც კი ვიზა გვეკუთვნის მგონი…

p.s. ტეხავს ,,ბრატცი“!“ – წერს ნოე სოციალურ ქსელში.

 

თუკი ტელეპროდიუსერის პირად ცხოვრებას გადავხედავთ, რომელიც ნამდვილად ბობოქარია, ვნახავთ, რომ მისგან ქალების მოხიბვლის მსურველებს ნამდვილად ბევრი აქვთ სასწავლი. ორი ქორწინების შემდეგ, ნოეს ცხოვრებაში, ტელეწამყვან ეკა სამხარაძესთან დაშორების და უამრავი ჭორის შემდეგ, თინა ჭანტურიძეა…

 

63074c20-659f-4ee3-9483-873dbc174e3e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები