LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბანეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

299
lavasogli mindia

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის მინდია გორაძე (ლავასოღლი) საქართველოში ექსტრადიციის მიზნით არის დაკავებული.

მათივე ცნობით, ლავასოღლი ტირანაში უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით იმალებოდა.

„მოქალაქე მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის მიზნით კოლეგებთან თანამშრომლობა გრძელდება“, – აღნიშნულია ალბანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მედია წერს, მინდია ლავასოღლის ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები