LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს 

160
პუტინი - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ „რუსეთი უკვე მოლაპარაკებებს იხვეწება“. მისი განმარტებით, „ამის მიზეზი უკრაინაში დასახული გეგმების ვერ მიღწევაა“.

დანილოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიას მიზნად ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრულად აღება დაუსახა.

„კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან. ახლა ცდილობენ გააცნობიერონ, რომ არ აქვთ უნარი მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც დასახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებისთვის. ამიტომ, დღეს ისინი იხვეწებიან. ისინი ახლა დიდ სამუშაოს ატარებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა შევიდნენ მოლაპარაკებებში. უკვე ბრაზილია და ვინ აღარ არის ჩართული შუამავლობაში – „მოდით, მოვილაპარაკოთ, რომ როგორმე გადავწყვიტოთ ეს საკითხი“, – განაცხადა დანილოვმა.

ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების საკითხში ოთხი მოთხოვნა დაუყენა.

„ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. იმ ადამიანების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა, რომლებმაც დაიწყეს ეს ყველაფერი, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა – ეს სავალდებულოა და მეოთხე ფაქტორი არის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დანილოვმა.