LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ძალიან ნაწყენია – ნიკოლოზ სააკაშვილი

155
ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან „ძალიან ნაწყენია“. ნიკოლოზ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, „გაერთიანდნენ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ“.

ექსპრეზიდენტის მამა მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართავს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღოს და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

„მინდა მივმართო, იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს, არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინდა, მე ეს არ მინდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება იმისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ ხალხო. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. სხდომა 17:00 საათზე არის ჩანიშნული, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები