LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ ჰოჯესი: „თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს“

155
ბენ ჰოჯესი

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ „თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს“.

როგორც ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს და სად უნდა იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება?“.

„მათ უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა მსგავსი ადგილებიდან. ისინი მიჰყავთ, რადგან სათვალავში ადამიანები სჭირდებათ.

ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს“, – აცხადებს ჰოჯესი.