LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო: ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე 4 823 326 უკრაინელი ლტოლვილი რჩება

121
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 823 000 უკრაინელი ლტოლვილი რჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ავრცელებს.

ყველაზე მეტი უკრაინელი – 1 563 000 ადამიანი პოლონეთში ცხოვრობს.

მეორე ადგილზეა გერმანია – 881 000, მესამეზე კი ჩეხეთი – 485 000 ადამიანი.

ამასთან, გაეროს ცნობითვე, ომის დაწყებიდან ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების საერთო რიცხვი, მათ შორის ისეთების, ვინც უკვე სამშობლოში დაბრუნდა, 8 046 560-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები