მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს გუნდში დიდი მხარდაჭერა არ ქონია.
როგორც „მარკა“ იუწყება, მხოლოდ 5-6 ფეხბურთელს სწამს 55 წლის სპეციალისტის, დანარჩენებს – როგორც ძირითადის, ასევე სათადარიგო ფეხბურთელებს – არ სურთ მისი თავკაცობით მუშაობა.
არადა, მანამდე „რეალის“ ხელმძღვანელობამ ბენიტესს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
რაფას რეპუტაცია განსაკუთრებით ბოლოს „ბარსელონასგან“ მტკივნეული საშინაო მარცხის შემდეგ შეირყა.