LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიას ავტობუსები ქალაქს „ყურადღებას მიაქცევენ“

128
thumb_1024x663_trolly-sofia

ბულგარეთის დედაქალაქს ყურადღებას ამიერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიაქცევს. ამისათვის ავტობუსები „ჭკვიანი“ კამერებით აღჭურვეს. ინფორმაციას საინტერესო სიახლის შესახებ The Mayor ავრცელებს.

მგზავრობის დროს კამერები სოფიას ქუჩებს დაასკანერებენ. თუკი სისტემა ამა თუ იმ პრობლემას აღმოაჩენს (მაგალითად, წაიშალა გზის მონიშვნა, დაიმტვრა საგზაო ნიშანი), მას ავტომატურად დააფიქსირებს და ინფორმაციას მერიაში გადაგზავნის.

გარდა ამისა, ავტობუსები გზებზე ორმოებს და უსწორმასწორობებს ზუსტად დააფიქსირებენ.

ავტობუსი არ არის პირველი მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების დაცვაში უნდა დაეხმაროს. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქებს ყურადღებას გასაქირავებელი ელექტრო სკუტერები მიაქცევდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები