LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

140
epp

ევროპარლამენტში, მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგანგებო დებატები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარების ნაწილმა ფოტოები გაავრცელეს, წარწერით: „თავისუფლება მიშას!“

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა:

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვის ინიციატივით ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მას შემდეგ გამოვიდა, რაც 1 თებერვლს სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

„რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად განაცხადა, თუ როგორ მოექცეოდა მიხეილ სააკაშვილს, მაშინდელ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

ბოლო დაკითხვის ჩანაწერის წყალობით მთელმა მსოფლიომ შეძლო მისი ჯანმრთელობის შეფასება. ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს.“ – წერს ანა ფოტიგა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები