დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს უკრაინისთვის თვითმფრინავების, ტანკებისა და შორი მოქმედების არტილერიის გადაცემისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან ვაშინგტონში Atlantic Council-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გთხოვთ თქვენი მოქმედებების ლოგიკის ერთგულები დარჩეთ და მისცეთ უკრაინელებს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს სამუშაო დაასრულონ. მიეცით მათ შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, მიეცით მათ ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან მათ გეგმა აქვთ. მათ იციან რა უნდა გააკეთონ”, – თქვა ჯონსონმა.