“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ “ტვ პირველის” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მედდის შესახებ ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.
სააკაშვილის მედდა: ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში
როგორც ხერხეულიძე აღნიშნავს, ქალბატონ ნონას და მიხეილ სააკაშვილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.
“ქალბატონ ნონას პირადად ვიცნობ და შევსწრებივარ მის სააკაშვილთან ურთიერთობას. ეს თითქმის მთელი წლის მანძილზე იყო და არა ფრაგმენტულად. ქალბატონი ნონა მუდმივად სიყვარულის და პატივისცემის გამოვლინებას ცდილობდა, როდესაც სააკაშვილთან შემოდიოდა. მიშას არავისთან არ აქვს ცუდი ურთიერთობა. ეს არ აინტერესებს, რადგან მთლიანად უკრაინის ომშია ჩართული. რა შეიძლებოდა იქ ცუდი მომხდარიყო, მაშინ როდესაც მიშამ ნონას ჩუმად უთხრა: “ნონა ხომ არ დავიჭიროთ?”. ნონამ თავდაპირველად მისცა ჩვენება, რომელშიც ამბობდა, რომ პაციენტთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონია. შემდეგ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შეიცვალა და მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი პირიქით ეთქვა. ქალბატონმა ნონამ მოატყუა სასამართლო.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს დღევანდელი ვითარების. არ ვიცით რა მოხდება მიშას თავს და ვის ხელშია ეს ადამიანი. ფაქტია, რომ ადამიანს ვერ ვხედავთ და ეს არის მხოლოდ ჩონჩხი. ბევრი ქალბატონი ნონა იქნება, ჩვენ თუ უვარგისი საზოგადოება ვიქნებით და ამ სიმძიმით სიარული თუ არ შეგვრცხვება. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ისტორიას და მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. სად გაგონილა, რომ ექთანი და ექიმი პაციენტის უხერხულ ვითარებაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ვესწრებოდი საუბრებს, როდესაც უკრაინის სილამაზეზე ვსაუბრობდით და ქალბატონი ნონა ამბობდა, როგორ უყვარს უკრაინული ტორტი და გავიდა თუ არა ქალბატონი ნონა ოთახიდან, მიშამ მითხრა, იქნებ შესაძლებელი გახდეს, ჩვენი მეგობარი ვინმე თუ წავაო, იქნებ მათ, ექიმებს და ექთნებს ტორტი მივართვათო”, – საუბრობს ეკა ხერხეულიძე.