„ნაციონალური მოძრაობა“ ბელადზე ორიენტირებული, რაღაც ორგანიზაციაა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენადაა დეგრადირებული, რომ მართლა აღარ უნდა გაითვალისწინო.
“ამ არჩევნებმა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ახლა მოხდა, ფაქტობრივად აჩვენა ის, ეს პარტია არის არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ ბელადზე ორიენტირებული რაღაც ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ვის უფრო მეტად უყვარს ბელადი, ვინ უფრო მისი ერთგულია და ვინ რისთვისაა მზად ბელადის გამო, თორემ არცერთი აზრი, არცერთი იდეა იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, არ ყოფილა.
ან რა პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდა თითოეულ კანდიდატს არჩევნების განმავლობაში? ჩვენ ეს არ მოგვისმენია. ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენადაა დეგრადირებული, რომ მართლა აღარ უნდა გაითვალისწინო.
მთავარი ამოცანა ამ ხალხის არის ის, რომ რამენაირად შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ფორმით ფეხი დაუცდება, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ერთადერთ მიზანი, რომელსაც ემსახურებიან”, – საუბრობს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას წყვეტს