კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.