„2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 % შეადგინა და საბოლოო წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10.1 %. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები ზრდისკენ დაზუსტდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB“ დონეზე დატოვა.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.
“სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის აღდგენა, სადაც შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტი, რომლის მონაცემები 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა – ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აქტივები ძალიან დივერსიფიცირებული იყო – როგორც ტრანსპორტის და საწყობების ლოგისტიკის სფეროში, ისე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე მომსახურებაში და წარმოების კუთხით”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.