LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება“ – რას აცხადებს რუსი ანალიტიკოსი

209
Untitled design

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წარუმატებლობების ფონზე, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობას სულ უფრო აქტიურად განიხილავენ.

ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში რუსი ანალიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის საჯარო მოხსენებების ყოფილი ავტორი („სფიჩრაიტერი“) აბას გალიამოვი საუბრობს.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, მიმდინარე ომში რუსეთის დანაკარგები სულ უფრო იზრდება, ასევე ქვეყანა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეულ წნეხს განიცდის და ამ ვითარებაში „რუსები ეძებენ დამნაშავეს“.

„რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ომი წაგებულია, ქვეყანაში ბრუნდება (ომში დაღუპული) სულ უფრო და უფრო მეტი ცხედარი..

რუსეთის მოსახლეობას უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და შეეცდებიან, ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნონ, პოლიტიკური პროცესის შეფასების დროს, ისინი თავად გასცემენ კითხვაზე პასუხს: „ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი“, – თქვა გალიამოვმა.

მისი მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში, სამხედრო გადატრიალება შესაძლებელი გახდება. გალიამოვი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა მომდევნო 12 თვეში მოხდეს.

„ერთ წელიწადში, როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და მიხვდებიან, რომ ქვეყნის სათავეში საძულველი პრეზიდენტია, ომიც არ არის პოპულარული და ამისთვის მათ სისხლი უნდა დაღვარონ, სწორედ ამ მომენტში, გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება“, – აღნიშნავს აბას გალიამოვი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ჩემთვის „არავინაა“ – როცა მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, ის ტყუის და ღამით ქვეყანას რაკეტებით თავს ესხმის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები