1995 წელს გამოშვებულმა BMW 325ი კაბრიოლეტმა გამოჩენის დღიდანვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა, დღესდღეობით ასაკოვანი მოდელი ამერიკაში 2000$ ღირს. მაგრამ…
როგორც ამ ავტომობილის ამჟამინდელი პატრონი ამბობს, ეს მოდელი ეკუთვნოდა სტივ ჯობსს, მისი თქმით ჯობსი ამ ავტომობილით 1995-1996 წლევში სარგებლობდა. ეს ისე პერიოდია როდესაც ის ჯერ Apple-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. როგორც ის ამბობს, სწორედ ავტომობილის მსგავსი ისტორიის გამო, აუქციონზე BMW 325i-ს ფასი ჩვეულებრივზე 5-ჯერ ძვირი, 11ათასი დოლარი იქნება…
გარდა ამისა, კაბრიოლეტის მფლობელი ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ სტივ ჯობსმა ავტომობილი კომპანია Apple-ს დამფუძნებლისგან იყიდა. ”სწორედ ამ მოდელის ისტორიის გამო, მე არ ვაპირებ ვაჭრობას. ყველამ კარგად იცის, რომ ფასი მაღალია, თუმცა ამ ავტომობილს სხვა ფასად არ გავყიდი. დარწმუნებული ვარ, რომ სტივ ჯობსის გულშემატკივრები და საავტომობილო კოლექციონერები ჩემს მიერ შეთავაზებულ თანხას გადაიხდიან.” – აცხადებს ჯულიუს ვაინგერი.