LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ფრენისთვის ყველაზე ბიუჯეტური თვე დაასახელეს

130
2_booking-flight-travel-traveler-search-reservation-holiday-page (1)

ბრიტანული ტურისტული კომპანიის Destination2 ანალიტიკოსებმა 2023 წლის პირველი პროგნოზები გააკეთეს. სპეციალისტთა აზრით, მსოფლიოს გარშემო ფრენისთვის ყველაზე ბიუჯეტური თვე მარტი იქნება.

The Mirror-ის ინფორმაციით, მარტში იაფი ბილეთების პოვნა თურქეთის, საბერძნეთის, ხორვატიის, ისლანდიის, კვიპროსის და მალტის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ექსპერტები გაზაფხულზე ბარბადოსის, მავრიკიის და მალდივების მიმართულებით წასვლასაც გვირჩევენ. ულამაზესი სანაპიროების მიმართულებით ბილეთები ყველაზე იაფი აპრილის თვეში იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები