LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დროის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 31 275-მა ადამიანმა მიიღო

162
koba-nayofia

უკანასკნელი მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 31 275-მა ადამიანმა მიიღო.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ არჩევნების პირველი დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქტივობა არის ძალიან მაღალი. თქვენ იცით, რომ ბოლო მონაცემებით დარეგისტრირდა 49638 ადამიანი და აქედან 31275-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. დღეს, დღის განმავლობაში მუშაობდა და 24-საათის რეჟიმში მუშაობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ქოლცენტრი. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით, 300 ზარამდე არის შემოსული. ძირითადად, ზარები ეხება იმას, რომ ხმის მისაცემად დარეგისტრირებულ ადამიანს არ მისდის კოდი, მეორე კითხვა ეხება იმას, რომ ლინკს ვერ ხსნიან, უფრო ასეთი ტიპის ხარვეზებთან გვაქვს საქმე. თუ ადამიანს არ მისდის კოდი, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა საუბარი და ხელმეორედ გაეგზავნება და ყველა მიიღებს ამ კოდს, თუ ვინმე ვერ მიიღებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ დაუკავშირდეს პარტიის ცხელ ხაზს და მას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქოლცენტრთან დაკავშირების შემდეგ ბევრმა შეძლო დარეგისტრირება და ბევრმა შეძლო ხმის მიცემა. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 31 275 ადამიანიდან დაახლოებით, 300 ზარი არც თუ ისე მაღალი რიცხვია. თუმცა, ჩვენი ამოცანაა რომ თითოეული მხარდამჭერმა შეძლოს ხმის მიცემა და ამისთვის საარჩევნო კომისია, ტექნიკური ჯგუფი, ქოლცენტრი, ყველაფერს გააკეთებს აუცილებლად. კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პარტიის წევრს იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, არ გააგზავნონ თავისი კოდი, რაც მათ მისდით SMS-ის სახით სხვასთან, რათა არ მოხდეს ამ კოდის სხვა ადამიანების მხრიდან გამოყენება, ან არ მოხდეს ისე, რომ მისი ხმა დაიკარგოს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები