იერუსალიმში სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, უცნობმა პირმა ცეცხლი სინაგოგაში მლოცველებს გაუხსნა.
თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ მომხდარს უწოდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.