LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს – ყოველთვის ეს მიდგომა გვექნება – კალაძე კინზინგერს

122
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-26T191317.018

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.

კინზინგერი: ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს?

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს და ყოველთვის ეს მიდგომა იქნება.

“ძალიან ბევრი განცხადების ამოღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოზიციას, არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.

სლაიდზე ფოტო: ipn

ამავე თემაზე:

საგარეო უწყების განცხადებით, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე – ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები