LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექთანს გირაო შეეფარდა

167
BeFunky-collage - 2023-01-25T193604.327

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ცენტრალური საუნივერსიტეტო  კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის საქმიანობაში გადაცდომა არ ყოფილა.

„ჩემს საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს, ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – განაცხადა “პირველი არხის” ცნობით, ექთანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ადვოკატი: „ჟანგბადი მთელი ძალით მიდიოდა, ბავშვი კი ნარკოტიკებით ჰყავდათ გათიშული…“

„მორფინის“ ისეთი დოზა გაუკეთეს, ვერავინ გადარჩებოდა“ – კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები