LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ ირმა კახურაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება: „ისევე გვაქვს თქვენი იმედი, როგორც შარშან დაუდექით გვერდში ამ ძალიან კარგ გოგოს, რომელიც ბრძოლისთვისაც მზადაა და სიცოცხლის გასაგრძელებლადაც…“

240
ირმა კახურაშვილი

ჟურნალისტი ია ვეკუა თავისი კოლეგას, ირმა კახურაშვილის შესახებ წერს, რომელსაც სიმსივნე აქვს, მკურნალობის გარკვეული კურსი გაიარა და ახლა, თურქეთში გადამოწმების შედეგად, ისევ აღმოაჩნდა ორი პატარა კერა.

ია ვეკუა:

„როგორც გავარკვიეთ, სახელმწიფო აფინანსებს 4 გადასხმას, რაც არის საქმის მხოლოდ ნაწილი (მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ნაწილი). ამის შემდეგ კიდევ შეიძლება გახდეს საჭირო 4 გადასხმა, ასევე გასაგრძელებელია მკურნალობის პროცესი. ამრიგად, მაინც – ყველა თეთრი მნიშვნელოვანია.
ძალიან დიდიდიდი მადლობა ყველას!

დღეის ნაცვლად შედეგების გასაცნობად გუშინ სასწრაფოდ დაგვიბარეს კლინიკაში და ონკოლოგ-რადიოლოგის შემდეგ ირმას განკურნებაზე ახლა უკვე ონკოლოგიც იზრუნებს.

მდგომარეობა ასეთია: აღმოჩენილია ორი ახალი ციცქნა კერა, რომლებიც ამჟამად წინა დასხივების შედეგად ტვინზე დარჩენილი შეშუპებითაა დაფარული. ახლა მთავარი საზრუნავია, რომ ეს შეშუპება დაცხრეს, ირმას მოეხსნას ხელისა და სახის ნაწილის დაბუჟება და შემდგომი მკურნალობაც გაგრძელდეს.

მკურნალობის გეგმის მიხედვით საჭიროა 4 ან 8 გადასხმა (ამას გადასხმის პერიოდი გვაჩვენებს, ჯერ შეუძლებელია განსაზღვრა), რომელიც შესაძლებელია თბილისში ადგილობრივი ონკოლოგის მეთვალყურეობითაც. თითო გადასხმის ღირებულებაა 860 დოლარი (ესეც თურქეთის ფასია, საქართველოში რა ღირს ეს პრეპარატი, ჯერ არ ვიცით). პრეპარატის სახელია “ალტუზანი” (Altuzan. ასევე ჰქვია Bevacisumab).

ახლა სწორედ ამ თანხის შეგროვება გვჭირდება და ისევე გვაქვს თქვენი იმედი, როგორც შარშან დაუდექით გვერდში ამ ძალიან კარგ გოგოს, რომელიც ბრძოლისთვისაც მზადაა და სიცოცხლის გასაგრძელებლადაც.

გთხოვთ, მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ, რისი შესაძლებლობაც გაქვთ ან გადააზიაროთ პოსტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

? საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000530059981 – მიმღები ირმა კახურაშვილი
? თიბისი: #GE95TB7700245061100053 – მიმღები ელენე გაჩეჩილაძე (შვილი)
?უცხოეთიდან ჩარიცხვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა transferwise.com
? ფეიფალი:
https://www.paypal.com/paypalme/kakhura “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები